ეროვნულმა ბანკმა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2024-26 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარადგინა. ნათია თურნავას თქმით, 2023 წელს ინფლაცია დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება, ხოლო 2024 წელს მიზნობრივ სამ პროცენტზე დასტაბილურდება.
თურნავას განცხადებით, ინფლაციური რისკების შემსუბუქების პარალელურად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდება. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველოს სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა.