ნათია მეზვრიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მისივე დადგენილების დარღვევაში ადანაშაულებს. პარტია „საქართველოსთვის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ხმების დათვლის აუდიოვიდეო ფიქსაციის დროს საჭიროა, მთვლელმა ბიულეტენი ჩამწერი კამერის წინ ისე მოათავსოს, რომ ის კარგად ჩანდეს, თუმცა მეზვრიშვილის განცხადებით, კომისიის მიერ ჩატარებული იმიტირებული ხმების დათვლის პროცესში ეს წესი დარღვეულია, რაც ხმებით მანიპულირების საშუალებას იძლევა. გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით, პარტიამ ცესკო-სა და სადამკვირვებლო მისიებს უკვე აცნობა.