ნათია მეზვრიშვილის განცხადება

„პოლიცია იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ამ ადამიანებს თავს ესხმოდნენ“, – ასეთი შეფასება მისცა შინაგან საქმეთა მინისტროს მოადგილემ 20 ივნისს აქციის დაშლას.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, საერთო ჯამში ოპერაცია იყო ლეგიტიმური და პროპორციული, კონკრეტულ დეტალებს გამოძიება გაარკვევს.