სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. ნათია მეზვრიშვილის თქმით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ომბუდსმენის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, პოლიციის მხრიდან დაკავებულებზე ძალადობის ფაქტები გაზრდილია. მეზვრიშვილის თქმით, ეს მცდარი ინფორმაციაა და მსგავსი ჩანაწერი სახალხო დამცველის ანგარიშში არ არის.