პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში მისი დაბარების საკითხს ეხმაურება. მეზვრიშვილი აცხადებს, რომ ის მზადაა საგამოძიებო უწყებაში მისასვლელად, მას შემდეგ, რაც პროკურატურა მათ მიერ მიწოდებულ მტკიცებულებებზე გამოძიებას დაიწყებს. ამასთან, ნათია მეზვრიშვილი აღნიშნულ გამოძიებას ყალბს უწოდებს და განმარტავს, რომ პროკურატურის მიზანია, დაადგინონ, თითქოს არჩევნები არ გაყალბებულა.