„გახარია საქართველოსთვის“ ცესკო-ს არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულების დამალვაში ადანაშაულებს. მათი ინფორმაციით, იმ ამომრჩეველთა შესახებ სრულ ინფორმაციას, ვინც არჩევნებზე გამოცხადდა, საარჩევნო კომისია არ აქვეყნებს. ნათია მეზვრიშვილის თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარის განმარტება, თითქოს ინფორმაციის გამჟღავნების უფლება არ აქვთ, სიმართლეს არ შეესაბამება და ცესკო-ს ამ ინფორმაციის შენახვის წესისა და ვადის განსაზღვრას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი ავალდებულებს.