პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მიმდინარეობს ცესკო-ს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა.
როგორც მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პარტიამ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის დაცვა ყველგან, სადაც ის ინახება. პარტია ცესკო-სგან მოითხოვს, გადაეცეს როგორც ელექტრონული საარჩევნო აპარატების კომპანია „სმარტმატიკთან” გაფორმებული კონტრაქტი, ისე გაიხსნას ბაზები, რათა ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, სად და როდის მისცა ხმა.