ნათია მეზვრიშვილი: არასრულწლოვნების საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე ისაუბრა დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, უწყება შესაბამის ღონისძიებებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს. მათ შორის, სამინისტრო მუშაობს იმ პირთა წრის გამოვლენაზე, რომლებსაც შესაძლოა, ზეგავლენა მოეხდინათ სასამართლო პროცესების მიმდინარეობაზე და ასევე, მკვლელობის საქმის მასალების ექსპერტიზაზე.

მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, გამოძიების ფარგლებში, შესაძლოა, დაიკითხოს ზაზა სარალიძეც.