ნათელაშვილის შეხვედრა თელაველებთან

ამომრჩეველთან თელავში გამართა შეხვედრა ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა.

შალვა ნათელაშვილმა საკუთარი საარჩევნო პროგრამა და პრიორიტეტები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას გააცნო. პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ 28 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია და ქართველმა ხალხმა სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს.