საქართველოს სახალხო მხატვარს, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატს ნათელა იანქოშვილს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით რესტავრაცია ჩაუტარდა მისი სახელობის მუზეუმს. განახლდა საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ექსპოციზიაც.
დღეიდან დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა იხილოს მხატვრის აქამდე უცნობი ფერწერული ნამუშევრებიც.
ნათელა იანქოშვილი ძირითადად პორტრეტებსა და პეიზაჟებზე მუშაობდა. თბილისში 1960–82 წლებში მოეწყო მისი ნამუშევრების რვა პერსონალური გამოფენა. ნათელა იანქოშვილის ფერწერული ნამუშევრები დაცულია როგორც მუზეუმში, ისე კერძო კოლექციებში.