NASA-ს კონკურსის ფინალისტები  

ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები NASA-ს კონკურსის პირველი ეტაპის გამარჯვებულები არიან. ფინალში გადასულები ელოდებიან პასუხს – გაემგზავრებიან თუ არა NASA-ს ცენტრალურ ოფისში. ხუთი მოსწავლის იდეამ ჟიურის მოწონება დაიმსახურა და 16 გამარჯვებულ პროექტს შორის მოხვდა.

ირმა ჭოლაძე შეხვდა მოსწავლეებს და მათგან მოისმინა, როგორია პროექტი და რამ მოხიბლა ჟიური.