ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2001 წელს და 1987 წელს დაბადებული პირები დააკავეს.
სამართალდამცველებმა თბილისში, ი.ბ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 60 აბი „სუბუტექსი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ასევე, თბილისში დააკავა პოლიციამ 1987 წელს დაბადებული გ.ბ., რომლის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების 169 აბი.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.