ნარკოტიკული დანაშაულის განხილვა სასამართლოში - ანგარიშის პრეზენტაცია

ნარკოტიკული დანაშაულის განხილვა სასამართლოში – თემაზე ანგარიშის პრეზენტაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” გამართა.

შეხვედრაზე შეფასდა 2017 წელს, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში ნარკოტიკული დანაშაულის განხილვის ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები.

სისხლის სამართლის საქმეთა სტატისტიკა მიუთითებს, რომ 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია გამამართლებელი განაჩენების რიცხვი ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით, თუმცა მათი წილი საერთო რაოდენობაში კვლავ ძალიან მცირეა.