საია-ს ანგარიში

„არასათანადო მოპყრობის პრევენცია და რეაგირება მომხდარ ფაქტებზე,“ – საქართველოს „ახალგაზარდა იურისტთა ასოციაციამ“ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

ანგარიშში არასათანადო მოპყრობის ის საქმეებია წარმოდგენილი, რომელთა იდენტიფიცირება 2017-2018 წლებში მოხდა. საუბარია თბილისში, გორსა და ბათუმში მომხდარ  სისხლის სამართლის 12 საქმეზე. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეებში იკვეთება სამართალდამცავთა და პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებები. ანგარიშში ასევე განხილულია არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, რომელიც საია-ს ინფორმაციით ცვლილებებს საჭიროებს.