ნარკორეალიზების საქმეზე დაკავებული პირების მიმართ აღკვეთი ღონისძიების შესახებ მსჯელობენ
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკორეალიზების საქმეზე დაკავებული ხუთი პირის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შესახებ მსჯელობენ. დაკავებულების ადვოკატები მათთვის გირაოს შეფარდებას ითხოვენ.
პროკურორის თქმით, კი ბრალდების მხარე დაკავებულების წინააღმდეგ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. საქმის პროკურორის განცხადებით, ყველა დაკავებული ბრალს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს. სამართალდამცავებმა დაკავების ოპერაცია თბილისსა და კახეთში ჩაატარეს.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულები ვარდისფერი ამფეტამინის სახელით ცნობილ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას სხვადასხვა ადგილზე ინახავდნენ და მათ შესახებ ინფორმაციას ინტერნეტში ათავსებდნენ, რეალიზაციის შემდეგ კი ნარკოტიკული საშუალებების ადგილმდებარეობას მყიდველებს ფოტოებით ატყობინებდნენ.