ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში - რა ცვლილებები იგეგმება კანონპროექტში
ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში – ამ თემაზე დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. კანონპროექტის ავტორებმა და ინიციატორებმა მესამე სექტორის წარმომადგენლებს ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ნარკოტიკების პირად მოხმარებაზე საპატიმრო სასჯელის გაუქმებას ითვალისწინებს. პირს, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების ე.წ. დღიურ დოზას აღმოუჩენენ, ნარკოტიკულ ნივთიერებას ჩამოართმევენ და სპეციალური კომისია გადაწყვეტს, რა სახის ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისროს მას.
კანონი კვლავ მკაცრი რჩება ნარკორეალიზაციის მიმართულებით, ნარკოტიკულ დანაშაულს უტოლდება სააფთიაქო ნარკომანიაც. ცვლილებათა პაკეტის საკომიტეტო განხილვები, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყება.