ნარკოპოლიტიკის რეფორმა

ნარკოპოლიტიკის სადავო რეფორმის გარშემო პოზიციების შესაჯერებლად მმართველი გუნდის ლიდერებს ორი კვირა აქვთ.

სწორედ ამ ვადაში აანონსებს პარლამენტის თავმჯდომარე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის წარდგენას, რეფორმის მიღების თარიღად კი ივნისის ბოლოა დასახელებული.

დეპუტატებს შორის არსებული უთანხმოების ფონზე, ახლა მთავარი კითხვაა – უცვლელი დარჩება, თუ გარკვეულ ცვლილებებს დაექვემდებარება თვეების წინ ინიცირებული, თუმცა მალევე შეჩერებული კანონპროექტი, რომელიც ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციას გულისხმობს.

მმართველ გუნდში რამდენიმე პრინციპულ საკითხზე, მათ შორის დოზებზე, ამ დრომდე ვერ თანხმდებიან.