ექვსი პირი დააკავა პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის. სამინისტროს ინფორმაციით, აქედან ორი ნარკორეალიზატორია.
ფონიჭალის დასახლებაში 2 პირი დააკავეს. 1971 წელს დაბადებული პირის ბინის და ეზოს ჩხრეკისას ამოღებულია 7 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. 1986 წელს დაბადებული პირისგან კი პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა განახორციელა. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ოთხი პირია დაკავებული. 1979 წელს დაბადებული პირის პირადი ჩხრეკისას, 3 კილოგრამი „ჰეროინია“ ამოიღებული. 1961 წელს დაბადებული პირის პირადი ჩხრეკისას, „ბუპრენორფინის“ შემცველი 1500 აბი „სუბუტექსია“ ამორებული. 1962 წელს დაბადებული პირის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია: ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ 207 აბი, 1 შეკვრა „ამფეტამინი“, 1 შეკვრა „ჰაშიში“ და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. ასევე, ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა. 1984 წელს დაბადებული პირი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მარიხუანის“ შემოტანას ცდილობდა. სამართალდამცველებმა 16 კილოგრამი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.