ცნობილ ნარკობარონ „ელ ჩაპოს“ შვილის, ოვიდიო გუსმან-ლოპესის დაკავებისას სროლას 29 ადამიანი ემსხვერპლა. BBC-ის ინფორმაციით, დაღუპულთაგან 10 სამხედრო, 19 კი ნარკოკარტელის წევრი. სპეცოპერაციის შედეგად, პოლიციამ თავად ოვიდიო გუსმან-ლოპესის დაკავება შეძლო. როგორც ცნობილია, „ელ ჩაპოს“ შვილს ბრალი მამის მიერ დაფუძნებული ნარკოკარტელის ერთ-ერთი ფრთის ხელმძღვანელობაში ედება.