თბილისის სავიზიტო ბარათი კიდევ ერთხელ განახლდება.
ნარიყალას ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. მერიის მიერ დაგეგმილი პროექტი შიდა ტერიტორიის კეთილმოწყობას, კელლების, გალავნის, საძირკვლის და გარე ფასადების აღდგენა-გამაგრებას და განათების ახალი სისტემის დამონტაჟებას ითვალისწინებს. ბოლოს ისტორიულ ძეგლს რეაბილიტაცია ექვსი წლის წინ ჩაუტარდა. სამუშაოების სკეციფიკურობის გათვალისწინებით, დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის აღდგენის პროექტი საკმაოდ გრძელვადიანია.