მანდარინი თუ ალტერნატიული კულტურები – აჭარაში მხოვრები ფერმერები არჩევანის წინაშე დგანან. სუბტროპიკული მცენარე პირველად საქართველოში 1885 წელს იტალიიდან შემოიტანეს, რომელიც დაბალი ყინვაგამძლეობის აღმოჩნდა. ამიტომ ის 1896 წელს იაპონიიდან შემოტანილმა ჯიშებმა ჩაანაცვლეს. ამის შემდეგ თანდათანობით ციტრუსის წარმოება რეგიონში შემოსავლის ერთ-ერთი მთავარ წყაროდ იქცა. თუმცა, ახლა სოფლის მეურნეობის სპეციალისტები აჭარაში სხვა კულტურების მეტ პერსპექტივას ხედავენ და ფერმერებს სხვა დარგებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. სპეციალისტების ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას არ აპირებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც ფერმერების ხელშესაწყობად სპეციალურ გეგმას ამზადებს. ციტრუსის მოსავლის მოვლისა და რეალიზაციის დროს შექმნილი პრობლემების მიუხედავად, ტრადიციული დარგის შემდგომ განვითარებას ფერმერების დიდი ნაწილიც ემხრობა.
მხარეთა პოზიციებს მერაბ წულუკიძე გაეცნო.