საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და ევროკავშირის მხარდაჭერით, საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა სპეციფიკური ნარჩენების მართვაში ჩართული კერძო კომპანიების, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, დონორების და სამოქალაქო სექტორის 150-ზე მეტ წარმომადგენელთან.
შეხვდრა მიზნად ისახავს მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული სპეციფიკური ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტის პროექტის წარდგენას და განხილვას. ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ექსპერტებმა წარადგინეს სპეციფიკური ნარჩენების მართვის სფეროში არსებული სიტუაცია და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ზოგადი მოთხოვნები. საკითხის მიმართ გაიმართა დისკუსია.