უშედეგოდ დასრულდა „ნამახვანჰესის“ გარშემო დიალოგის მორიგი რაუნდი.
რიონის ხეობის მცველები და მასშტაბური ენერგეტიკული პროექტის მოწინააღმდეგეები კვირას დაგეგმილ საპროტესტო აქციას ძალაში ტოვებენ. ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი ქუთაისში დღეს 4-პუნქტიანი შეთავაზებით ჩავიდნენ. მათ შორისაა სამშენებლო კომპანიაში ქართველი დირექტორის დანიშვნა, მშენებლობის პროცესში ადგილობრივების ჩართვა და საზედამხედველო ჯგუფის შექმნა მონიტორინგისთვის. ასევე მთავრობა მზად არის, რომ დამატებითი კვლევების ჩატარებამდე წყალსაცავის და კაშხლის მშენებლობა დროებით შეჩერდება.
აზრების გაცვლის და დისკუსიის ნაცვლად, დღევანდელი შეხვედრა ჩაიშალა.