ნაგვის ლაქა წყნარ ოკეანეში 

„ნაგვის კონტინენტი“, – ასე დაასათაურეს მეცნიერებმა რეალობა, რომელიც ახლა წყნარი ოკეანის ზედაპირზეა.

გარემოსდამცველები მსოფლიო ლიდერებისგან სასწრაფო რეაგირებას მოითხოვენ. ექსპედიაციამ, რომელიც წყნარი ოკეანის ზედაპირს ორი თვის განმავლობაში წმენდდა, დაადასტურა, რომ ოკეანის დაბინძურების მაჩვენებელი საგანგაშო ნიშნულზეა. წყლის ზედაპირი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენითაა სავსე, მათი დიდი ნაწილი პლასტმასისაა, რომელიც ოკეანის ეკოსისტემას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. ამ ფონზე კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით პლასტმასის მოხმარების და წარმოების დონე სულ უფრო მზარდია.

ჩვენს რეპორტაჟში ნახავთ, რას ჰყვება ადამიანი, რომელმაც ცხრაკაციან ჯგუფთან ერთად წყნარ ოკეანეში კვლევა ჩაატარა.