გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური წინასაახალწლოდ მოსახლეობას ნაძვის ხეების უკანონო ჭრასა და გაყიდვაზე გამკაცრებული კონტროლის შესახებ აფრთხილებს. წიწვოვანი მცენარეების უკანონო ჭრაზე და ტრანსპორტირებაზე განსხვავებული ოდენობის ჯარიმებია, მაგალითად, ტყეში წიწვოვანი მცენარის დაზიანება 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, უკანონოდ მოჭრა კი 1 000 ლარს.
ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 11 თვის განმავლობაში ტყით უკანონო სარგებლობის 3 500-მდე ფაქტი გამოვლინდა.