ნაძარცვი ნახატები მუზეუმში დააბრუნეს
იტალიის პოლიციამ რამდენიმე თვის წინ მოპარული სამი ძვირადღირებული ნახატი მუზეუმში დააბრუნა. ფრანგი მხატვრების – სეზანის, რენუარისა და მატისის ნამუშევრების საერთო ღირებულება დაახლოებით 9 მილიონ ევროდ არის შეფასებული. დაკავებულია მოლდოვას ხუთი მოქალაქე.
ნახატები 22 მარტს ღამით ქალაქ პარმასთან მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს. პოლიციამ ქურდობის ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ჩანს ორი ნიღბიანი პირი, რომლებიც მუზეუმში შეიჭრნენ, კედლიდან სამი ნახატი მოხსნეს და ადგილიდან მალევე გაიქცნენ. პოლიციის ცნობით, გამოძიება გრძელდება.