რუმინეთის სასამართლომ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს შინაპატიმრობაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

01:46, 14.10.2026

რუმინეთის სასამართლომ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს შინაპატიმრობაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ჯორჯესკუმ გაასაჩივრა სასამართლოს მიერ სექტემბრის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გამოძიების პერიოდში პატიმრობაში უნდა დარჩენილიყო. სასამართლომ ჯორჯესკუს შინაპატიმრობაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ჯორჯესკუ შინაპატიმრობაში 30 დღის განმავლობაში დარჩება.

ჯორჯესკუსა და ბიზნესმენ იონელ რუსენს ბრალად ედებათ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნა და განსაკუთრებით მძიმე შედეგების გამომწვევი თაღლითობა. ჯორჯესკუ ბრალდებას უარყოფს.

კალინ ჯორჯესკუ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა და პირველ ტურში პირველი ადგილი დაიკავა. თუმცა 2024 წლის 6 დეკემბერს რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა, ხოლო ჯორჯესკუს განმეორებით არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უცხოური ჩარევის, კიბერთავდასხმებისა და სოციალურ მედიაში მისი საარჩევნო კამპანიის დარღვევების შესახებ გასაიდუმლოებული დოკუმენტები გასაჯაროვდა. 2025 წლის მაისში კი ჯორჯესკუმ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

მსგავსი