ვატიკანის ინფორმაციით, რომის პაპს ფილტვში მცირე ზომის წარმონაქმნის ამოკვეთის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
ვატიკანის ინფორმაციით, რომის პაპს, ლეო XIV-ს ფილტვში მცირე ზომის წარმონაქმნის ამოკვეთის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა.
ვატიკანის ცნობით, ოპერაცია დაახლოებით 90 წუთს გაგრძელდა. გამოკვლევის შედეგად რომის პაპს ფილტვის კიბოს ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა, ადენოკარცინომა დაუდასტურდა.
„ოპერაცია წარმატებით, მოსალოდნელ დროში და გეგმის შესაბამისად დასრულდა“, – ნათქვამია ვატიკანის განცხადებაში.
ვატიკანის ინფორმაციით, რომის პაპი საავადმყოფოში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში დარჩება. მისი ყველა საჯარო ღონისძიება 20 ოქტომბრამდე გაუქმებულია.