ვოლოდიმირ ზელენსკი – უსამართლობაა, რომ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ანადგურებს, კიევი კი ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ წინასწარ გაფრთხილებასაც ვერ იღებს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ კიევზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსიც, სადაც მაშველები ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.
ზელენსკის თქმით, უკრაინამ პარტნიორებისგან თავდასხმის შესახებ წინასწარი გაფრთხილება კვლავ ვერ მიიღო. მისივე განცხადებით, უკრაინის თავდაცვის სისტემებმა რაკეტები მხოლოდ მაშინ დააფიქსირეს, როდესაც ისინი კიევს მიუახლოვდნენ.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, უკრაინის დაზვერვის ცნობებით, რუსეთი ახალი დარტყმებისთვის ემზადება.
„ფაქტები აჩვენებს, რომ რუსეთი თავს ვალდებულად არ მიიჩნევს, გაითვალისწინოს ის, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა. უკრაინა ენერგეტიკულ ზავს დათანხმდა, რუსეთი კი კიდევ ერთ ელექტროსადგურსა და ჩვენი ხალხის სიცოცხლეს უმიზნებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უსამართლობაა, რომ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ანადგურებს, უკრაინა კი ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ წინასწარ გაფრთხილებასაც ვერ იღებს.
ზელენსკიმ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, მომხდარს დუმილით არ შეხვდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, შეერთებულმა შტატებმა დაინახოს, რა ხდება და ვინ არის პასუხისმგებელი ომის გაგრძელებაზე.
„ეს უსამართლობაა: ისინი ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ანადგურებენ, უკრაინა კი ბალისტური რაკეტების გაშვების შესახებ წინასწარ გაფრთხილებასაც კი ვერ იღებს. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ ამაზე ხმა ამოიღოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულმა შტატებმა რეალურად დაინახოს, რა ხდება და ვინ არის პასუხისმგებელი ამ ომის გაგრძელებაზე“, – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა, ამაღამ და ხვალ სიფრთხილე გამოიჩინონ.
A Russian ballistic missile attack on Kyiv. Once again, no early warning from our partners. The main target was energy infrastructure, specifically CHPP-4. Unfortunately, it was hit. A residential building was also damaged, and rescuers are currently putting out a fire there. Our systems detected these missiles only when they were already virtually on approach to Kyiv. CHPP-4 is one of Kyiv’s key energy facilities.
According to our intelligence, the Russians are preparing further ballistic missile launches. The facts show that the Russians do not consider themselves bound by what the President of the United States said. Ukraine supported an energy ceasefire. Russia is targeting yet another power plant and the lives of our people.
And this is absolutely unjust: when they are destroying our energy infrastructure, and Ukraine is not even receiving early warnings about ballistic missile launches. It is important that the world does not stay silent about this. And it is important that the United States really see what is happening and who is responsible for this war continuing.
Please stay safe tonight and tomorrow. We are working to replenish our air defenses with anti-ballistic missiles.
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) October 13, 2026