„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დენის ტარიფის ზრდა ბათუმშიც გააპროტესტა. აქცია მათ აჭარის მთავრობის შენობასთან გამართეს. ისინი სემეკი-ს სხდომის დაუყოვნებლივ მოწვევასა და ტარიფის გადახედვას, ან სუბსიდირებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საფასურის გადახდას მოსახლეობა ვერ შეძლებს.