„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სახალხო დამცველის კანდიდატთან დაკავშირებით, NGO-თან კონსულტაციები გამართა
საპარლამენტო ფრაქციამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სახალხო დამცველის კანდიდატთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციები გამართა.
საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, ისინი მონდომებულები არიან, რომ მესამე სექტორთან თანამშრომლობა მაღალ დონეზე შედგეს და მათ მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარი დაუჭირონ.
ნაციონალების განცხადებით, ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველი სახელისუფლებო კანდიდატი არ იყოს.
მესამე სექტორის განცხადებით, მათ მიერ წარდგენილი ოთხი კანდიდატის მიმართ მნიშვნელოვანია, რომ როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამაც ერთსულოვნად მხარი დაუჭიროს.