„ნაციონალურმა მოძრაობამ“, ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მოქალაქეების ფინანსური მხარდაჭერის გეგმა წარადგინა. პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ფინანსური მხარდაჭერის გეგმა 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 500 ლარით, ხოლო 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, 1000 ლარით დახმარებას ითვალისწინებს. მელიას განმარტებით, მხარდაჭერის გეგმაში არ მოიაზრებიან ის პირები, რომლებსაც 40 ათასი ლარი და მეტი შემოსავალი აქვთ. მელიას შეფასებით, შექმნილ ვითარებაში, ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი და სახელმწიფო მოქალაქეებს სწორედ ამ გეგმის მიხედვით უნდა დაეხმაროს.