პოლიტსაბჭოს სხდომა თავმჯდომარის გარეშე. ელჩებთან მისვლამდე „ნაციონალური მოძრაობა“ სამოქმედო სტრატეგიისა და პოზიციების შესაჯერებლად შეიკრიბა. სხდომაზე გადაწყდა, რომ ვადამდელი ან ხელახალი არჩევნების მოთხოვნის არდაკმაყოფილების შემთხვევაში, ყოფილი მმართველი პარტია მეათე მოწვევის პარლამენტში არ შევა. სხდომაში დისტანციურად მონაწილეობდა მიხეილ სააკაშვილიც. თუმცა შეკრებაზე არ ყოფილა პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, რომელიც დღეს მედიასთან საერთოდ არ გამოჩენილა. ახლა საინტერესოა, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი პარტიის შიგნით არსებულ უთანხმოებას, მითუმეტეს, თუ გავიხსენებთ 10 ნოემბერს ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე სწორედ ვაშაძის მიერ გავრცელებულ მიმართვას, რომელსაც მისი თანაპარტიელებისგანაც კი მძაფრი რეაქციები მოჰყვა.
რა განმარტებები გაკეთდა პარტიის შიგნით ვაშაძესთან დაკავშირებით – ნოდარ ჩაჩუა განაგრძობს თემაზე საუბარს.