„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გუშინ გამართულ აქციას შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილი, რომელიც პროტესტს შეუერთდა, მიიჩნევს, რომ 9 აპრილს გამართული დემონსტრაცია შედგა და რუსთაველის გამზირზე მისული ადამიანების რაოდენობა მათთვის მნიშვნელოვანი არ არის. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე იმყოფებოდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი. აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა განაცხადა, რომ უნდა გაირკვეს, ვინ არის რეალური ოპოზიცია ქვეყანაში.