„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შენობასთან აქციას მართავენ. მათი განცხადებით, ელექტროენერგიის გაძვირებას აპროტესტებენ და ითხოვენ გასაჯაროვდეს ხელშეკრულება, რომელიც ქვეყანას ენერგომომმარაგებელ კომპანიასთან აქვს გაფორმებული. ლევან ხაბეიშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ითხოვენ გაეცნონ აღნიშნულ ხელშეკრულებას. მოთხოვნებთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები სემეკში წერილის შეტანას აპირებენ.