„ნაციონალური მოძრაობის“აქცია მარნეულში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“აქცია მარნეულში. ოპოზიციური პარტიის წევრები და მხარდამჭერები მარნეულის გამგეობის შენობის წინ შეიკრიბნენ მოთხოვნით – თავისუფლება მიშას. აქციას პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ხელმძღვანელობდა. პროტესტის მონაწილეების განმარტებით, პარტია საგანგებო რეჟიმზეა გადასული და აქციები პერმანენტული იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის ევროინტეგრაციას საფრთხე შეექმნება.