„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების პირადი მონაცემების „ეფ ეს ბეს“ აგენტებისთვის გადაცემაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა განცხადება საქართველოს პროკურატურაში ცოტა ხნის წინ შეიტანა. მისი თქმით, ერთი თვის განმავლობაში საგამოძიებო უწყებები არ დაინტერესებულან, თუ როგორ აღმოჩნდა ეს ინფორმაცია „ეფ ეს ბეს“ აგენტების ხელში.