„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, რომელსაც გუშინ ღამე თავს დაესხნენ, გამოკითხვაზე იმყოფება.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დაპირისპირება პარტიის აქტივისტსა და ორ უცნობ ადამიანს შორის პარტიულ ნიადაგზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 126 მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.