შიმშილობის მეოთხე დღე. „ნაციონალური მოძრაობის“ სამი დეპუტატი პროტესტის უკიდურესს ფორმას აგრძელებს. აბდულა ისმაილოვმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შიმშილობა გუშინ ღამით შეწყვიტა. პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ანი წითლიძემ დღეს განცხადებაც გააკეთა და მთავარი მოთხოვნა კიდევ ერთხელ გააჟღერა. მოშიმშილეების მთავარი მოთხოვნად, უცხოეთში მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა რჩება.