„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის შესახებ, მედიის საშუალებით შეიტყვეს. პარტიის ერთ-ერთი წევრი, ბაჩო დოლიძე განმარტავს, რომ პარტიის წარმომადგენლები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად, კლინიკა „ვივამედში“ თითქმის ყოველდღიურად მიდიან, თუმცა საუბარი მხოლოდ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება და მისი სამომავლო პოლიტიკური გეგმები არ განხილულა.