„ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, აგილ მუსტაფაევი აცხადებს, რომ ორგანიზაციის წევრები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამასთან, მუსტაფაევი აღნიშნავს, რომ რაიონული ორგანიზაციის წევრები რჩებიან პარტიაში. მიზეზად ბოლო პერიოდში პარტიის რეგიონული ოფისის და რეგიონული ხელმძღვანელების მხრიდან მათ მიმართ დაშვებულ შეცდომებს ასახელებენ. აგილ მუსტაფაევის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით კირკიტაძე გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატებს არჩევს იმის მიხედვით, ვის აქვს სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხების მეტი შანსი.