„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის შეთავაზება - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში

რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ – ლევან ხაბეიშვილი მმართველ გუნდს გარიგებას სთავაზობს. იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება, პარლამენტსა და საკრებულოში პარტიის წევრები მანდატებს დატოვებენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეს კიდევ ერთი საკითხია, რაზეც კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა.