„ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზება ოპოზიციას

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას ინიციატივას ჩრდილოვანი, კოალიციური კაბინეტის წარდგენის შესახებ აფასებენ ოპოზიციასა და მმართველ გუნდში.

ხატია დეკანოიძის თქმით, მელია ამ დროისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებს, მისი თქმით კოალიციური ხელისუფლება იქნება თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებშიც.  „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ამ დროისთვის კონსულტაციები მელიასთან არ მიმდინარეობს, თუმცა გიგა ბოკერიას თქმით, რეჟიმის დამარცხება მათ უმთავრეს ამოცანად რჩება.

კოალიციაში გაერთიანებას არ აპირებს „მესამე ძალა“. მმართველ გუნდში კი ოპოზიციურ ერთობის არ სჯერათ.