წინასაარჩევნო შეხვედრები შეაჯამა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა.
ვანო მაღალაშვილი ადგილობრივებს სოფელ კოდაში შეხვდა. კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
როგორც ვანო მაღალაშვილი ამბობს, მერად არჩევის შემთხვევაში ეტაპობრივად მოაგვარებს ყველა სოფლის პრობლემას.