ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა – განიხილეს დეოლიგარქიზაციის საკითხი. სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად, მესამე სექტორს მათ საკუთარი მოსაზრებები გააცნეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მნიშვნელოვანია სამუშაო პროცესში პროფესიული ჯგუფების ჩართულობა. შეხვედრაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ოლიგარქიზაციის პრობლემა არის კომპლექსური და მნიშვნელოვანია, ყველა მიმართულებით დაიწყოს აქტიური მუშაობა.