„ნაციონალური მოძრაობა“ „შავი სიის“ შექმნასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას აქტიურად განიხილავს. აკო მინაშვილის განცხადებით, იურისტთა ჯგუფი კორუფციონერთა და ადამიანის უფლებათა დამრღვევთა დანაშაულებების შესწავლით უნდა დაკავდეს და მტკიცებულებების საფუძველზე, მათ რეგულაციები დაუწესდეს და ყველა სათანადოდ დაისაჯოს.
ინიციატივის საპასუხოდ „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ სიაში ყოფილმა პრეზიდენტმა, პირველ რიგში, საკუთარი თავი და თანაგუნდელები უნდა შეიყვანოს.