„ნაციონალური მოძრაობის“ სამოქმედო გეგმა

„ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით აქციებს განაგრძობს. პროტესტის შეწყვეტას ოპოზიციურ პარტიაში იქამდე არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. სააკაშვილის მკურნალობის მიზნით გათავისუფლების მოთხოვნას იზიარებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც, თუმცა აცხადებენ, რომ მიმდინარე გამოსვლებს არ შეუერთდებიან.