„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პიარსტრატეგია

„ნაციონალური მოძრაობა“ ისევ არჩეულ პიარსტრატეგიას მიჰყვება და აქცენტს ეკონომიკურ თემებზე აკეთებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დღეს საწვავის ფასებზე სასაუბროდ კახელ ფერმერებს შეხვდა.

ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ადამიანებს, ვინც საქართველოში მიწათმოქმედებას ეწევა, საწვავზე გაძვირებული ფასების გამო აქვთ დიდი პრობლემა, რაც, მისი მტკიცებით, ბაზარზე არსებული მონოპოლიით აიხსნება.