პოლიტიკოსებს შორის განხილვის მთავარი თემა ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ შეცვლილი რიტორიკა და ტაქტიკაც.
სოციალურ თემებზე აქცენტირების მიღმა მმართველი გუნდი უცხოელი პიარ-ტექნოლოგის და სოლიდური თანხებით დაფინანსებული კამპანიის კვალს ხედავს. სურსათის ფასები, საწვავი, უმუშევრობა, პენსიები – ბოლო კვირებია, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და მისი პოლიტიკური პარტნიორები მხოლოდ სოციალურ პრობლემებზე აკეთებენ განცხადებებს და ყველა კითხვას თითქმის ერთსა და იმავე პასუხს სცემენ.
თათია ტაბეშაძე არკვევდა, რასთან გვაქვს საქმე – პრობლემების გადაჭრის გულწრფელ სურვილსა და შესაბამისი გზების ძიების მცდელობასთან თუ წინასაარჩევნო სტრატეგიასთან.