„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ სამეგრელოში მოსახლოებას შეხვდა – ზუგდიდში შეკრებილებს ერთიანობის ლიდერებმა მიმართეს. მათი განცხადებით, გამარჯვების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილთან ერთად გააგრძელებენ საქართველოს აღმშენებლობას, ააშენებენ ლაზიკის ღრმაწყლოვან პორტსა და საქართველო ისევ გახდება მსხვილი რეგიონული მოთამაშე.
ზუგდიდში ადგილობრივებს მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაც ჩაურთეს. მისი განცხადებით, ბოდიშს საქართველო არ მოიხდის, მით უმეტეს, ოკუპანტ რუსეთთან. მისივე თქმით, 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ევროპული მომავლის ერთგულება უნდა აირჩიოს.